თეგებით ძიება

"მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დროს, სისტემა პატიმრებს აუპატიურებდა" - პრემიერი

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დროს მისივე დავალებით სისტემა პატიმრებს აუპატიურებდა, აწამებდა და ტანჯავდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ცოცხების კადრები“ დადგმული არ არის და სიმართლის ამსახველია.

„მე კი არა მთელმა მსოფლიომ ნახა ის სიბინძურე: წამება და გაუპატიურება რაც სააკაშვილის დროს ციხეებში ხდებოდა, თქვენ არ ნახეთ კარანტინის დაშლის ვიდეოკადრები? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დროს მისივე დავალებით სისტემა პატიმრებს აუპატიურებდა, აწამებდა და ტანჯავდა“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა