ლარი კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1623 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1557 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.66 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6686 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6581 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.05 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3284 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.3491 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 ოქტომბრიდან შევა ძალაში.