თეგებით ძიება

“ღიად თქვა სააკაშვილზე მოკვდესო" - ელენე ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუმცა ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვერ იქნება.

“ღიად თქვა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე მოკვდესო. პოლიტიკურად ყველაფერი გასაგებია. აი კანონში სად ნახა მიბრძანდით იკალით თავიო ეგ არ ვიცი. კანონით თვითმკვლელობა ჯარიმით ისჯება. ესეიგი ამხელა განცხადებას აკეთებს და იქაც ტყუილზე და უვიცობაზე დაფუძნებულს”, – აცხადებს ხოშტარია.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა