თეგებით ძიება

ბენზინი ერთ წელში 44.0%-ით გაძვირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2021 წლის სექტემბრის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა.

2020 წლის სექტემბერთან შედარებით ბენზინი - 44.0 პროცენტით, ხოლო დიზელი 37.0 პროცენტით გაძვირდა, რითაც საწვავის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.9 პპ-ს გაუტოლდა.

2021 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასებმა სექტემბერში 0.2 პროცენტით მოიმატა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა