თეგებით ძიება

სიტყვას ვაძლევ თბილისელებს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში განხორციელდება მასშტაბური პროექტები - კახა კალაძე

სიტყვას ვაძლევ თბილისელებს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში განხორციელდება მასშტაბური პროექტები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ "იმედის" ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა.

"სიტყვას ვაძლევ თბილისელებს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ამ ქალაქში განხორციელდება მასშტაბური პროექტები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვას, სოციალურ მიმართულებას.

დღეს ამ ქალაქს რაც ყველაზე მეტად სჭირდება არის აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩვენ ვართ ის გუნდი ვინც ამ ყველაფერს მოახერხებს და გააკეთებს", - განაცახად კალაძემ.

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 20 მუნიციპალიტეტში გაიმართა.

ეგზიტპოლი "მთავარმა არხმა" და "იმედმა" ჩაატარა. "მთავარი არხის" მონაცემებით, თბილისში მელია ლიდერობს "იმედის" ეგზიტპოლით, კი კალაძე იმარჯვებს.

ეგზიტპოლი - "მთავარმა არხმა" და "იმედმა" ჩაატარა. "მთავარი არხის" მონაცემებით, თბილისში მელია ლიდერობს "იმედის" ეგზიტპოლით, კი კალაძე იმარჯვებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა