თეგებით ძიება

ღირს სიცოცხლის დათმობაც კი ამ სიველურის დამთავრებისთვის - ნიკა მელია

ღირს სიცოცხლის დათმობაც კი ამ სიველურის დამთავრებისთვის, - ამის შესახებ თბილისი მერობის ოპოზიციის სარერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელიამ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თითოეული ხმისთვის იბრძოლებენ.

დღეს "ქართული ოცნება" საერთოდ მარცხნივ არის, კილომეტრებით დაშორებული არის პოლიტიკისგან. მათ პრეტენზიაც კი არ აქვთ, რომ ისინი იყვნენ პოლიტიკურ პროცესში,თავიდან ბოლომდე ძალადობაზე, პროკურორებით, პოლიციელებით, ვითომ ძველი ბიჭებით ატარებენ არჩევნებს, მიუხედავად ყველაფრისა, მათი ძალადობისა, მათ მიერ ზიზღის ფრქვევისა, არ ეყოთ, გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, ძალიან დიდი მადლობა რომ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს.

მე რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც თითოეული ხმისთვის იბრძვის. ღირს სიცოცხლის დათმობაც კი ამ სიველურის დამთავრებისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა