თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე: დღეს დამთავრდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილსა და გვარამიაზე, ხვალიდან იწყება საუბარი, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის

დღეს დამთავრდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილსა და გვარამიაზე და ა.შ. ხვალიდან იწყება საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ოპოზიციური სატელევიზიო არხების ჟურნალისტებსაც მიულოცა. „რაც შეეხება თქვენს პარტიებს და ტელევიზიებს, ესაა თქვენი გამარჯვებაც, რადგან არეულობა ამ ქვეყანაში არავის წაადგება, თქვენც გჭირდებათ ამ ქვეყანაში წინსვლა და განვითარება. აქედან გამომდინარე თქვენც გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა