თეგებით ძიება

ვინ ლიდერობენ რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში - როგორია ცესკოს პირველადი მონაცემები?

ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორ­გა­ნო­თა 2021 წლის 30 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის - II ტურ­ზე პირ­ვე­ლად შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყო.

თვით­მმარ­თველ ქა­ლა­ქებ­ში ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის კან­დი­და­ტე­ბი ლი­დე­რო­ბენ.

კერ­ძოდ, ცეს­კოს მიერ ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს­თავ­ში, 88 უბ­ნი­დან ამ დრო­ის­თვის დათ­ვლი­ლია 25 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი. მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ნინო ლა­ცა­ბი­ძე ლი­დე­რობს.

კერ­ძოდ,25 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბით, ლა­ცა­ბი­ძეს 54,654%, ხოლო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მე­რო­ბის კან­დი­დატს, და­ვით კირ­კი­ტა­ძეს 45,346% აქვს.

ქუ­თა­ის­ში , 124 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­დან ამ დრო­ის­თვის 26 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნია დათ­ვლი­ლი. მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კან­დი­და­ტი იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი ლი­დე­რობს.

კერ­ძოდ, 26 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბით, 52,516% იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვილს აქვს, ხოლო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მე­რო­ბის კან­დი­დატს, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძეს - 47, 484%.

ფოთ­ში 33 უბ­ნი­დან ამ დრო­ის­თის დათ­ვლი­ლია 11 უბა­ნი, რომ­ლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვი­თაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ბექა ვა­ჭა­რა­ძე ლი­დე­რობს.

კერ­ძოდ, ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბექა ვა­ჭა­რა­ძეს 59,173%, ხოლო „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ წარ­დგე­ნილ მე­რო­ბის კან­დი­დატს გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას - 40,827%.

ბა­თუმ­ში, 105 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­დან ამ დრო­ის­თვის დათ­ვლი­ლია 13 უბა­ნი. ამ მო­ნა­ცე­მე­ბით კი ლი­დე­რობს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კან­დი­და­ტი არ­ჩილ ჩი­ქო­ვა­ნი. ჩი­ქო­ვანს ხმე­ბის 52,824% აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ წარ­დგე­ნილ მე­რო­ბის კან­დი­დატს გი­ორ­გი კირ­თა­ძეს ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამომ­რჩე­ველ­თა 47,176% უჭერს მხარს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა