თეგებით ძიება

დაელოდონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მგონი, არც მოუწევთ ლოდინი, „ნაცმოძრაობა“ მანამდე დამთავრდება - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა , რომ დაელოდონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს - დღეს დასრულდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“ და სააკაშვილზე.

„ჩვენ ვნახეთ გვარამიას სიზმრები, ეს ოქმის მონაცემებია, დაელოდონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მგონი არც მოუწევთ ლოდინი, „ნაცმოძრაობა“ მანამდე დამთავრდება. დღეს დასრულდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილზე, გვარამიაზე და ასე შემდეგ. ხვალიდან თავიდან ბოლომდე იწყება საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება თქვენს პარტიას და ტელევიზიებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს გამარჯვება არის მათ შორის, თქვენი გამარჯვებაც. არეულობა და ქაოსი არავის წაადგებოდა ამ ქვეყანაში, თქვენც გჭირდებათ ამ ქვეყანაში წინსვლა და განვითარება, აქედან გამომდინარე თქვენც გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას", - აღნიშნავს კობახიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა