თეგებით ძიება

წალენჯიხაში არჩევნები "ნაცმოძრაობის" კანდიდატმა მოიგო

წალენჯიხის მერი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გიორგი ხარჩილავა გახდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გიორგი ხარჩილავას 51.107% აქვს.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" კანდიდატ გოგა გულორდავას, მას ამომრჩეველთა 48.893%-მა დაუჭირა მხარი.

წალენჯიხის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა უმრავლესობა - ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოში 37.78% აქვს; ქართულ ოცნებას - 34.79%; გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" - 18.96%, ხოლო ლელოს - 3.35%;


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა