თეგებით ძიება

"ისევ გაყალბების გზით და ისევ პოლიტიკურ დუელში ხალხის გამოწვევა! შეუძლებელია შეეგუო თავსმოხვეულ უსამართლობას" - ეკა ბესელია

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ეკა ბესელია 30 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ შეუძლებელია შეეგუო თავსმოხვეულ უსამართლობას.

"პოლიტიკური სიხარბე და ყველაფრის ფასად კომფორტის შენარჩუნება ზუსტად ის სენია , რომლითაც მმართველი პარტია იმეორებს ყველაზე ცუდს , მანკიერს. არ ტოვებს სივრცეს განსხვავებული მოსაზრების ადამიანებისთვის.

არაფერი ახალი, ისევ გაყალბების გზით და ისევ პოლიტიკურ დუელში ხალხის გამოწვევა !
გაუსწორეთ თვალი ოცნების კანდიდატებს - მათი დიდი ნაწილი არის წინა ხელისუფლების პორტირებული მოძალადეები.
სად ებრძვიან ნაც მოძრაობას- აბსოლიტური უმრავლესობა ახლა ოცნების შიგნითაა.

აი ამას ემიჯნებოდა ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ქუთაისი , თელავი, რუსთავი ….. და დედაქალაქიც .
ეს აჩვენა 2 ოქტომბრის შედეგებმა !

და 30 ოქტომბერს ეს ზღვარზე გასული ციფრები უფრო მეტად ამყარებს ცვლილების სურვილის ფაქტს.
უფრო მეტად აჩვენებს , რომ ამდენი უკანონობის და მოსყიდვის მიუხედავად , რამდენი ადამიანია ვისაც უნდა ცვლილება.
უკიდურესაც დაჭიმულია პოლიტიკური ზამბარა და ოცნება ვერ აცნობიერებს რა შეიძლება მოყვეს ამას !
შეუძლებელია შეეგუო თავსმოხვეულ უსამართლობას .
შეუძლებელია ასე ძალაუფლების შენარჩუნება !
წალენჯიხამ შეძლო? შეძლებენ სხვებიც", - წერს ბესელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა