თეგებით ძიება

ბრძოლა გუშინ არ დასრულებულა, არამედ დაიწყო...არ ვაპირებთ ამ ყველაფერთან შეგუებას - ნიკა მელია

ბრძოლა გუშინ არ დასრულებულა, არამედ დაიწყო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ოპოზიციური კოალიცია დღეს, რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობს.


"არავინ არ ვაპირებთ ამ ყველაფერთან შეგუებას. ვაპირებთ მშვიდობიან ბრძოლას. იმისთვის რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, დღეს საღამოს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ კონკრეტულ გეგმაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს შერჩება. გელოდებით ყველას მეგობრობა. ბრძოლა გუშინ არა თუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო",- განაცხადა ნიკა მელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა