თეგებით ძიება

კახა კალაძე – 55.603%, ნიკა მელია – 44.397% - თბილისი "ოცნებამ" მოიგო

თბილისში არჩევნები კახა კალაძემ მოიგო. ცესკოს მონაცემებით, თბილისში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმების 55.603% მიიღო.

რაც შეეხება ოპოზიციის საერთო კანდიდატს, ნიკა მელიას, მას ამომრჩეველთა 44.397%-მა მისცა ხმა.

დედაქალაქში ხმების 100% დათვლილია.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა