თეგებით ძიება

"ახლა, განსაკუთრებით აქტიურ ლიდერებს გისმენთ? მეორე ტურს რომ გააყალბებდა, ამაში ეჭვი გეპარებოდათ?! ეს გახარია კიდევ, სად აორთქლდა?" - თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი 30 0ქტომბერს გამართულ არჩევნსბ სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს:

"რომ თქვი ,ასე "ინტელექტუალურად" არასოდეს წავლენ მეთქი ( ოლიგარქიატი) მეორე ტურს რა ვერ გააყალბებს მეთქი ვიკითხე, თან ბევრჯერ ვიკითხე ტვ ეკრანიდან თუ ისე ? ( ყველას გახსოვთ)და რა ამბავი ატყდა და რა თავდასხმები იყო ესეც გვახსოვს!!!!
იგივე მდინარეში უკვე მერამდენედ ?!

"ჩვენზე უფრო "მონდომებული" ნუ იქნებიო" სცენიდან მიპასუხეს ,
-კონვენციით ხალხისთვის მონიჭებული უფლება- " ჯანყი" არ ახსენოო, არადა ჯანყი გულისხმობს მრავალათასიან მშვიდობიან ხალხის ტალღას , ღამე დარჩენით რუსთაველზე ( აი სამი თვე რომ ყოფილი ხელისუფლების დროს ქუჩაში, რომ ვიყავით ოპოზიცია), რა ვიცი, მაშინ რევოლუცია არავის დაურქმევია ჩვენი პროტესტისთვის, ხომ ასეა?! და სააკაშვილმა მაშინ დატოვა ხელისუფლება! ხომ ასეა, ხომ სიმართლეს ვამბობ?!
ახლა გისმენთ ბატონებო , განსაკუთრებით აქტიურ ლიდერებს გისმენთ?

მეორე ტურს რომ გააყალბებდა, ზოგიერთ ამბიციურ ლიდერს თუ " ლოდერს",ამაში ეჭვი გეპარებოდათ ( იგივე საარჩევნო სისტემის პირობებში?!) და ეს გახარია კიდევ, სად აორთქლდა ხომ არ იცის ვინმემ , ზოგიერთი"ბრძენი", რომ მიმტკიცებდა " მთავარია ოცნებას ხმები წაართვასო,"ჰოოოოო
მაშინ მე მაქვს უფლება ჩემი მოსაზრება ( სამწუხაროდ)გამიმყარდეს ეს ან პოლიტიკური სიბეცეა ან "უარესი" .......ჰოდა "ჩრდილოვანიდან " რომ გამოხვალთ და რეალურ სურათს დაიჯერებთ და აღიქვამთ და ცოტა სხვასაც რომ დაუჯერებთ , მაშინ აღარ ვივლით 30 წლიან რუსულ წრეზე !!!!!!
ახლა ერთი ვიცი ,რომ ვისი ხმებითაც ხართ " ჩრდილოვანი კაბინეტი " ის კაცი რუსეთის- ოლიგარქის ციხეშია, ჰოდა აქციას რომ დავნიშნავ - ეს მე ვიქნები თუ სხვა, არ "გამოხტეთ რომელიმე -"ზოგიერთი ლიდერი" და ხალხს ნუ დააბნევთ და ნუ ეტყვით და ნუ მოუწოდებთ :" არ მოხვიდეთ ჩვენი აქცია არ არის სხვისიაო".

ჩემი და სხვისი "აქცია"- თარიღი და რიცხვი კი არა" , ჩემს და თქვენს ანუ ჩვენს საქართველოს ვკარგავთ!!!!!!
გელოდებით "ოპოზიციის ლიდერებს ჩრდილოვანი კაბინეტიდან" ,გისმენთ ყურადღებით!!!!!!!!
ჩემი აზრით კი
ახლა ვფიქრობ, უპირველესია აი ეს თხოვნა:
მესამე პრეზიდენტს მივმართავ, გთხოვთ შეწყვიტეთ შიმშილი, რადგან თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი მუხტი სჭირდება ამ ქვეყანას, ისე როგორც არასდროს. დიდი განსაცდელია საქართველოს თავს , თქვენი განადგურება ადამიანური ტრაგედიის გარდა, საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმა იქნება, რადგან ბრძოლაში უიმედო ბრძოლაზე კატასტროფული არც კი არსებობს რაიმე! აქამდე ხომ არ მითხოვია , ახლა გთხოვთ მთელი ჩემი ოჯახით, რადგან ბრძოლა ახლა იწყება !!!!", - წერს ჩარკვიანი ფეისბუქზე.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა