თეგებით ძიება

"თავდაყირა დადგა ოცნება და საცოდავი, ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება" - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამართულთვითმმართველობიუს არჩევნებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მიითვისა.

"დამშვიდდით მეგობრებო, საერთოდ არაფერი დასრულებულა. თავდაყირა დადგა ოცნება და საცოდავი, ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება.

წინ ბევრი საქმეა, ესეც რომ ვეღარ შეძლოს. მაგრამ მერწმუნეთ-ასეთი დასუსტებული არ ყოფილა ხელისუფლება, გასული 9 წლის მანძილზე.
მიხეილ სააკაშვილი, იმედი მაქვს, შეწყვეტს შიმშილობას. მისი მომხრეებისთვის დღეს ეს გამხნევება იქნება. მისი სიცოცხლის საფრთხეში აღმოჩენა კი, სრულიად საპირისპირო ეფექტს მოახდენს-საერთო ეროვნულ დეპრესიას და უიმედობას გამოიწვევს.
მთავარი ბრძოლა ჯერ წინაა", - წერს სამადაშვილი.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა