თეგებით ძიება

"არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე" - სამართლიანი არჩევნები

"სამართლიანი არჩევნები" თვითმმართველობის არჩვნების მეორე ტურს აფასებს და მიაჩნია, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

"კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების/გაკეთების პროცედურების დარღვევების ფაქტები.

დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლის შემთხვევებს.

გარე დაკვირვების 100 უბნიდან 34 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება. აქედან, 15 უბანზე შეინიშნებოდა შეკრება მხოლოდ 100 მეტრამდე პერიმეტრში, 11 უბანზე შეკრება მხოლოდ 100 მეტრის გარეთ ხდებოდა, ხოლო 8 უბანზე შეკრება პერიმეტრს შიგნითაც და გარეთაც შეინიშნებოდა.

გარე დაკვირვების 100 უბნიდან 11 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხდებოდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა.

ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში ორგანიზაციას მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია.

თუმცა, დაფიქსირდა ბიულეტენების არასწორად ან/და სავარაუდოდ მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები.
არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა.
სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე", -აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა