თეგებით ძიება

გუშინ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაიმარჯვა - ირკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, 30 ოქტომბრის არჩევნებში, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაიმარჯვა.

"გუშინ გაიმარჯვა არამხოლოდ იმ ამომრჩეველმა, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატებს, არამედ - საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების" მყარი ლეგიტიმაცია, რომელიც გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, მომდევნო წლების განმავლობაში, მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად, დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და ახალი ინიციატივების წამოსაწყებად. ამავდროულად, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყურად ვიღოთ იმ მოქალაქეების პრეტენზიები, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს ჩვენს პარტიას. ბუნებრივია, ამგვარი პრეტენზიები ჩვენ მიმართ ჩვენს მხარდამჭერებსაც აქვთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის, რაც ხალხს "ქართული ოცნების" მმართველობაში მოსწონს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო. მხოლოდ წალენჯიხაში წააგო სახელისუფლებო კანდიდატმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა