თეგებით ძიება

“თავს ნუ მოიტყუებთ! მოსყიდვა და ზეწოლა 2012 წელს რომ იყო, ისეთი უნდა, მაგრამ მაინც მოიგო მაშინ ოპოზიციამ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აფასებს და წერს, რომ მისთვის 5-იანის შემოხაზვა მიღებელია.

“მიუხედავად იმისა რომ არჩევნენბზე არ წავედი, რადგან ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა არ მინდოდა, ხოლო 5 – იანის შემოხაზვა ჩემთვის წარმოიმუდგენელი ამბავია (ეს ჩემთვის უფრო მორალური არჩევანია, ვიდრე პოლიტიკური, ამიტომ ტყუილად ნუ დამამუნათებთ. გამოროცხულია 5-იანი შემოვხაზო, ვისთანაც და რასთანაც არ უნდა იყოს შეზავულებული), მიუხედავად ამისა, მაინც მინდოდა, რამდნეიმე დიდ ქალაქში ოპოზიციას მოეგო (მაგალითად ბათუმში და ქუთაისში), რადგან “ოცნებას” უნდა ენახა, რომ მისი საოცარი უტიფრობა ასე მარტივად არ ჩაივლიდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. რა არის ამის მთავარი მიზეზი? მოსყიდვა? ზეწოლა?თავს ნუ მოიტყუებთ! მოსყიდვა და ზეწოლა 2012 წელს რომ იყო, ისეთი უნდა, მაგრამ მაინც მოიგო მაშინ ოპოზიციამ.მთავარი მიზეზია მთავარი ოპოზციური ძალის უტიფრობა. ამ ძალის და მათი მხარდამჭერების უტიფრობა. ანუ ამომრჩეველი “ოცნების” და მისი ბოსების უტიფრობის საპირწონედ იღებს არა რიამე ახალს, არამედ ძველს და ასევე უტიფარს. “ნაციონალური მოძროაბის” მთავარი პრობლემა დღეს ის კი არ არის, რას აკეთებდა იმ “სისხლიან 9 წელში”, არამედ მათი მთავარი პრობლემაა, რას აკეთებენ ამ 9 წელში, რაც ოპოზიციაში არიან.

ამ 9 წლის განმავლობაში ამომრჩეველს ვერ აჩვენს მათ, რომ რაიმე გაიგეს, ან რაიმე ისწვლეს. უფრო პირქით: დანაშაულს ისევ შეცდომებს ეძახიან, დამნააშავეებს – პოლიტპატიმრებს( და ახლა მათ ამ იგავმიუწვდომელ დაბოლებაში სხვა ოპოზციური პარტიებიც აყვნენ). ოპოზციაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში მათი ქცევა და რიტორიკა ისევ ისეთი აგრესიულია, როგორიც ხელისუფლებაშიყოფნის დროს იყო. დღეს ბევრს საუბრობენ ზიზღის კამპანიის შესახებ, რომელსაც “ოცნება” აწარმოებდა ოპონენტების წინააღმდეგ, ეს ამაზრზენია, მაგრამ ეს ზიზღი ცალმხრივი ხომ არასდროს ყოფილა? ოპოზიცია უკვე წლებია “ოცნებას” და მის მომხრეებს პუტინის მონებს ანუ ქვეყნის გამყიდველებს და მოღალატეებს ეძახის. თქვენ გგონიათ, ეს ნაკლებად შეურაცხმყიფელია, ვიდრე “მკვლელებოს” და “მეცოცხეებოს” ძახილი? ან გაიხსენეთ, რა მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ. ვინ დაიწყო, ზიზღის კამპანია? სწორედ ოპოზიციამ გვარამიას თამადობით. მათ ისეთები იკადრეს ქალი კანდიდატის წინააღმდეგ, ყურში არ შეიშვებოდა. ეკრანიდან გინებაც კი არ დააკლეს. (“მოღალატის” და “სამშობლოს გამყიდველის” ძახილზე აღარაფერს ვამბობ). კანდიდატის დაბულინგების უპრეცენდენტო კამპანია მიდიდოა და ამაზე ოპპზიციის მხარდამჭერ არცერთ ე. წ. ინტელექტუალს ხმა არ ამოუღია. სამაგიეროდ საპასუხოდ მეორე ტურის წინ “ოცნებამ” რომ გამოაკრა სისხლიანი ბანერები, მერე აღშფოთდნენ.

ორმაგი სტანდარტი – ეს მთავარი ოპოზიციური ძალის უტიფრობის ერთ-ერთი შემადგენელია. ამომრჩეველი კი ბრმა არ არის და არც ისეთი ცხვარია თქვენ რომ გგონიათ და ეძახით.თქვენ სერიოზულად გგონიათ, რომ ადამიანს, ვისაც ოპოზციის მხარდაჭერა აქვს გადაწყვეტილი მას აზრს 20 ლარით, ან 50 ლარით შეაცვლევინებ? 20 ლარად არჩევენებზე შეიძლება ის ადამინი წავიდეს, ვისაც ისედაც “ოცნება” მოსწონს, ან მისი წინააღმდეგი დიდად არა, მაგრამ არჩევნებზე წასვლა ეზარება და ფულის ხათრით მიდის. ვინმე ოპოზციის მომხრე იყოს, “ოცნების” გაგდება უნდოდეს და 20 ლარის გამო აზრი შეიცვალოს, წარმოუდგენელი ამბავი მგონია.ასე რომ თავს ნუ იტყუებთ და ხალხს ნუ ლანძღავთ. უმჯობესია მიზეზი საკუთარ თავში იპოვოთ და რამე შეცვალოთ. “არჩევნებს აზრი არ აქვს” და “რევოლიციის” ძახილით ამას ვერ მოახერხებთ. ხომ ხედავთ, არ მოგყვებათ ხალხი ამ რევოლიციაზე და ისევ იმავე წრეზე რატომ მიდიხართ? ესეც მოწმობს, რომ ვერაფერი გაიგეთ და ვერაფერი ისწავლეთ.ერთადერთი რასაც ამ პერმანენტული კრიზისების გამოწვევით ახერხებთ, ქვეყნის და საკუთარი თავის დაზიანებაა.

ჰოდა, შემდეგი არჩევნებიც თუ “ოცნებამ” მოიგო, ეს მხოლოდ თქვენი დამსახურება იქნება და ყველ აიმ პარტიის, ვინც “ნაციონალურ მოძრაობას ეტენება” და ჩემნაირ ამომრჩეველს არჩევანს უმცირებს. რა უნდა გექნათ სხვა? მაგალითად შეგერჩიათ არა-ნაცი მერობის კანდიდატი, ვინც ნაცების ამომრჩეველსაც მოეწონებოდა და მეც და ჩემნაირებიც წავიდოდით არჩევნებზე. – წერს მერაბ მეტრეველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა