თეგებით ძიება

მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სპეცრაზმი შეიყვანეს

თბილისში, დღეს, 19:00 საათზე ოპოზიცია აქციას გეგმავს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, აქციის პარალელურად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება მიმდინარეობს.

არხის ცნობით, კანცელარიის ეზოში უკვე შევიდა რამდენიმე ყვითელი ავტობუსი, რომლებშიც შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვილი სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. კიდევ ათობით ავტობუსი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზიდან ადმინისტრაციის შენობისკენ ამ წუთებში მიემართება.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო. მხოლოდ წალენჯიხაში წააგო სახელისუფლებო კანდიდატმა.

ოპოზიცია შედეგებს არ ეთანხმება. სწორედ დღეს დღეს, 19:00 საათზე, სამოქმედო გეგმას წარადგენას აპირებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა