თეგებით ძიება

"ამომრჩეველმა ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ დაგვიდასტურა თავისი ნდობის მანდატი" - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩევნებში საერთო ეროვნული მონაცემებით „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციაზე 93 000 ხმით მეტი მიიღო და ხმების საერთო რაოდენობის 55%-ით ეროვნულ დონეზეც დამაჯერებლად გაიმარჯვა.

"“ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა.
მეორე ტურში, 20-დან 19 მუნიციპალიტეტში, საშუალოდ 10%-იანი უპირატესობით, ჩვენმა ხალხმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს დაუჭირა მხარი.

საერთო ეროვნული მონაცემებით „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციაზე 93 000 ხმით მეტი მიიღო და ხმების საერთო რაოდენობის 55%-ით ეროვნულ დონეზეც დამაჯერებლად გაიმარჯვა.
შესაბამისად, ქართველმა ამომრჩეველმა ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ დაგვიდასტურა თავისი ნდობის მანდატი.

ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიგეთ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები, მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული რეფერენდუმი და თვითმმართველობის მეორე ტურის ღირებულებითი არჩევანი.
საზოგადოებამ გააკეთა მკაფიო არჩევანი. მადლობა ყველა მხარდამჭერს", - წერს პაპუაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა