თეგებით ძიება

"გთხოვთ, შეწყვიტეთ შიმშილი"- თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს.

"აქამდე ხომ არ მითხოვია, ახლა გთხოვთ, შეწყვიტეთ შიმშილი; გთხოვთ, მთელი ჩემი ოჯახით, რადგან ბრძოლა ახლა იწყება!!!!

„დიდი განსაცდელია საქართველოს თავს“
„ვთქვი, რომ ასე "ინტელექტუალურად" არასოდეს წავლენ მეთქი. (ოლიგარქიატი);
მეორე ტურს ვერ გააყალბებს მეთქი?- ვიკითხე, თან ბევრჯერ ვიკითხე ტვ ეკრანიდან თუ ისე? (ყველას გახსოვთ) და რა ამბავი ატყდა და რა თავდასხმები იყო ესეც გვახსოვს!!!!

იგივე მდინარეში უკვე მერამდენედ?!
"ჩვენზე უფრო "მონდომებული" ნუ იქნებიო"- სცენიდან მიპასუხეს.
-კონვენციით ხალხისთვის მინიჭებული უფლება - " ჯანყი" არ ახსენოო; არადა, „ჯანყი“ ხალხის მრავალათასიან მშვიდობიან „ტალღას“ გულისხმობს,- რუსთაველზე ღამისთევით. (აი, სამი თვე ყოფილი ხელისუფლების დროს ქუჩაში, რომ ვიყავით ოპოზიცია);
რა ვიცი, მაშინ „რევოლუცია“ არავის დაურქმევია ჩვენი პროტესტისთვის, ხომ ასეა?! და სააკაშვილმა მაშინ დატოვა ხელისუფლება! ხომ ასეა, ხომ სიმართლეს ვამბობ?!

ახლა გისმენთ ბატონებო, განსაკუთრებით აქტიურ ლიდერებს გისმენთ!
მეორე ტურებსაც რომ გააყალბებდა, ზოგიერთ ამბიციურ ლიდერს თუ "ლოდერს",- ამაში ეჭვი გეპარებოდათ? (იგივე საარჩევნო სისტემის პირობებში?!)
ან ეს გახარია, სად აორთქლდა, ხომ არ იცის ვინმემ?
ზოგიერთი "ბრძენი", რომ მიმტკიცებდა "მთავარია
„ოცნებას“ ხმები წაართვასო";

ჰოოოოო..... მაშინ, მე მაქვს უფლება ჩემი მოსაზრება (სამწუხაროდ) გამიმყარდეს; ეს ან პოლიტიკური სიბეცეა ან "უარესი" .......

ჰოდა, "ჩრდილოვანიდან " რომ გამოხვალთ და რეალურ „სურათს“ დაიჯერებთ და აღიქვამთ, ცოტა სხვასაც რომ დაუჯერებთ, მაშინ აღარ ვივლით 30 წლიან რუსულ წრეზე!!!!!!

ახლა ერთი ვიცი, რომ ვისი ხმებითაც ხართ "ჩრდილოვანი კაბინეტი", ის კაცი რუსეთის- ოლიგარქის ციხეშია! ჰოდა, აქციას რომ დავნიშნავ - ეს მე ვიქნები, თუ სხვა, არ "გამოხტეთ“ რომელიმე "ზოგიერთი ლიდერი" და ხალხს ნუ დააბნევთ, ნუ მოუწოდებთ და ნუ ეტყვით: "არ გახვიდეთ, ჩვენი აქცია არ არის- სხვისიაო". ჩემი და სხვისი "აქცია"- თარიღი და რიცხვი კი არა," ჩემს და თქვენს, ჩვენს საქართველოს ვკარგავთ!!!!!!
გელოდებით "ოპოზიციის ლიდერებს ჩრდილოვანი კაბინეტიდან," გისმენთ ყურადღებით!!!!!!!!

ჩემი აზრით, ახლა ვფიქრობ, უპირველესია აი, ეს თხოვნა:
მესამე პრეზიდენტს მივმართავ; გთხოვთ, შეწყვიტეთ შიმშილი, რადგან თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი მუხტი სჭირდება ამ ქვეყანას, ისე როგორც არასდროს.

დიდი განსაცდელია საქართველოს თავს; თქვენი განადგურება ადამიანური ტრაგედიის გარდა, საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმა იქნება,
რადგან უიმედო ბრძოლაზე კატასტროფული არც კი არსებობს რაიმე!
აქამდე ხომ არ მითხოვია, ახლა გთხოვთ, მთელი ჩემი
ოჯახით, რადგან ბრძოლა ახლა იწყება!!!!“
თაკო ჩარკვიანი,
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი", -აღნიშნულია ჩარკვიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა