თეგებით ძიება

მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს

პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლას ქუჩაში გააგრძელეს.

"ის, რაც დღეს ხდება, ეს არის ქვეყნის მოგუდვა, რუსული გზა... ჩვენ ამ ხმებს დავიცავთ თბილისში, ბათუმში ქუთაისში და ყველა იმ ქალაქში სადაც მოგვპარეს ხმები... ეს არის მანდატი... მე ვტოვებ პარლამენტს. ვტოვებ იმიტომ რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა", - განაცხადა ხაზარაძემ.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო. მხოლოდ წალენჯიხაში წააგო სახელისუფლებო კანდიდატმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა