თეგებით ძიება

7 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, კვირას, 7 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.

როგორც მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ოპოზიცია 2 ნოემბერს აქციას ბათუმშიც გამართავს.

"ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში, კერძოდ სამშაბათს, ბათუმში ჩასვლას ჩვენს მეგობრებთან ერთად. იქ ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიყოთ ქუთაისში და სხვადასხვა ქალაქში მომდევნო დღეებში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვჭირდება ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, გვჭირდება სულ სულ მცირე დრო იმისათვის რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს, გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე კვირა დღეს, იყოს მასშტაბური როგორც არასდროს. მაგრამ ეს აქცია განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციისგან," - განაცხადა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა