თეგებით ძიება

ყველაფერს გავაკებ იმისთვის, რომ თავისუფალი იყო - ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთაველის გამზირიდან მიმართა და განაცხადა, რიმ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს.

"უდიდესი მადლობა ადამიანს, რომელიც წირავს თავის სიცოცხლეს იმისათვის,რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს. დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც 31-ე დღეა უკვე შიმშილობს სამარტოო საკანში. ვიცი გვადევნებს თვალყურს და მინდა, მას მივმართო.

მე ვიცი, რას განიცდი ახლა შენ მიშა, მე, როგორც შენმა თანამებრძოლმა, როგორც ქართველმა, საქართველოს მოქალაქემ. ბევრი ეცადა მტერმა თუ სადღაც-სადღაც მოყვარეებმა, რომ ჩვენ შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ როდესაც ამ მცდელობებეს ვხედავდი, კიდევ უფრო ჟინი მიჩნდებოდა და მოტივაცია, რომ გვერდში დაგდგომოდი და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის,რომ მაქედან კი არ გვიყურებდე, არამედ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, თავისუფალი, გარეთ, საქართველოს ღირსეული პატრიოტი, დიდი ადამიანი. გამაგრდი და გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას", - მიმართა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილს", - განაცხადა მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ საკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა