თეგებით ძიება

"არ ვაპირებ პარლამენტის დატოვებას" - ბადრი ჯაფარიძე

დეპუტატი ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, რომ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც თბილისის მერის მოადგილეობაზე გამოთქვა მზადყოფნა, თავად კი ამას არ გეგმავს.

„მამუკამ გააკეთა განცხადება, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც გამოთქვა მზადყოფნა მერის მოადგილეობაზე. მე არ ვაპირებ პარლამენტის დატოვებას იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის მისაღებია საკონსტიტუციო ცვლილებები. ყველა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელმაც ურცხვად მოატყუა ჩვენი პარტნიორები, გამოვიდა შეთანხმებიდან და მოუწყო მას დემარში, ჩვენ არ მივიქცევით ისე, როგორც „ქართული ოცნება“,-განაცხადა ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა