თეგებით ძიება

"თუ არაფერს გააკეთებთ, მირჩევნია ვიყო რუსული სატანკო ეკიპაჟის წევრი” – დავით დარჩიაშვილი აშშ-ს და ევროკავშირს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის საქმესთან დაკავშირებით, დავით დარჩიაშვილი აშშ-სა და ევროკავშირს მიმართავს. განცხადება მან twitter-ის გვერდზე გაავრცელა.

“სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს ციხეში შიმშილობისგან კვდება. თუ არაფერს გააკეთებთ, მირჩევნია ვიყო რუსული სატანკო ეკიპაჟის წევრი, ვიდრე ევროკავშირის ან შეერთებული შტატების მომხრე, როგორც ადრე ვიყავი.

ევროკავშირისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ამაზე მეტად არაფერია მნიშვნელოვანი,” – წერს დავით დარჩიაშვილი ტვიტერზე.

სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 1 თვეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა პირველი ოქტომბრიდან დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა