თეგებით ძიება

ახლა შეგიძლიათ დამხვრიტოთ. კედელი ღიაა - გია ხუხაშვილი

ექსპერტი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ ოპოზიციის პირობით მარცხზე პასუხისმგებელი სააკაშვილია, რადგან მისი სტრატეგიით წავიდა მოვლენები და არა ნიკა მელიას გეგმით:

"ნებაყოფლობით ვდგები დასახვრეტ კედელთან:
თუ გვინდა გავერკვეთ ნაც. მოძრაობაში ვინ უფრო მეტად არის პასუხისმგებელი პირობით მარცხზე, სააკაშვილი, თუ მელია, ჩემს აზრს მოგახსენებთ:
სააკაშვილის საარჩევნო სტრატეგია ემყარებოდა მისი თავგანწირვით და მის გარშემო ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას, რამაც ნაც. მოძრაობას მაქსიმალური, მაგრამ გამარჯვებისთვის არასაკმარისი შედეგი მოუტანა.

ნიკა მელიას საარჩევნო სტრატეგია ემყარებოდა პოლიტიკურ კონსოლიდაციას ყველა პარტიისთვის თანაბარი პირობებით, პოზიტიური დღის წესრიგით, ყოველგვარი ბელადომანიის გარეშე.

პირველი სტრატეგიის მიზანი იყო ნაც. მოძრაობის გამარჯვება, მეორის ხელისუფლების დამარცხება მეორე ტურებში, მათ შორის იმ ამომრჩევლის მოზიდვით, რომლისთვისაც სააკაშვილი არც ანგელოზია და არც მესია.

პროცესები განვითარდა სააკაშვილის სტრატეგიით, შესაბამისად პრეტენზიებიც მასთან უნდა იყოს და არა მელიასთან.
ახლა შეგიძლიათ დამხვრიტოთ. კედელი ღიაა."- წერს სოციალურ ქსელში ხუხაშვილი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა