თეგებით ძიება

„ნაცმოძრაობის“ მიერ 7 ნოემბერს აქციის დაანონსება მეტყველებს იმაზე, რომ სრული დაბნელებაა მათ გონებაში“ - გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რუსთაველის გამზირზე, გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„მთლიანად არის ამოწურული „ნაცმოძრაობის“ ბოროტების რესურსი. არც ეს მუშაობს და გუშინდელმა აქციამ ეს ჩვენ გვაჩვენა. ყველაზე ბოლოს იმის გამოცხადება, რომ 7 ნოემბერს აპირებენ აქციას ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება მეტყველებს იმაზე, რომ სრული დაბნელებაა მათ გონებაში“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ დაანონსა რომ მომდევნო აქცია 7 ნოემბერს გაიმართება, მოგვიანებით კი პარტიაში განაცხადეს, რომ აქცია 6-ში ჩატარდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა