თეგებით ძიება

"ეს მათი უფლებაა, ჩაატარონ აქციები, თუმცა 11%-ით მოვიგე, ასე რომ, მიდით და დათვალეთ! - კახა კალაძე

ეს მათი უფლებაა, ჩაატარონ აქციები, თუმცა ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა იყოს - თბილისი მერობის სახელისუფლებო კანდიდატი აცხადებს, რომ ოპოზიციას არჩევნების შედეგების გაპროტესტების უფლება აქვს.

კახა კალაძის მტკიცებით, საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების გადათვლა საბოლოოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს, რადგან მან 11%-იანი უპირატესობით მოიგო.

ცხადია, ყველა არჩევნებს ახლავს ეს პატარ-პატარა დარღვევები, იყო გარკვეული დაპირისპირებებიც, რაც ძალიან ცუდია, თუმცა, ყველაფერი ხომ შედარებითია. ჩვენ თუ შევადარებთ, წინა წლებში როგორ ტარდებოდა არჩევნები, რა ხდებოდა, ამ კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს, მაგრამ ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაცია, რაც იყო ეუთო-ოდირის დასკვნაში, რომ კიდევ უფრო უკეთესი და უკეთესი არჩევნები ჩატაროთ-ხოლმე.

რაც შეეხება გაბათილებულ ბიულეტენებს, შეუძლიათ, გადათვალონ, არანაირი პრობლემა არა მაქვს, შერჩევით უბნების ამორჩევა, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, იმხელა უპირატესობით გვაქვს მოგებული.

ბათილი ბიულეტინები ყოველთვის არსებობს, დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიულეტინებიც იქნება გაბათილებული, ასე რომ, შერჩევით გააკეთონ გადათვლა, არანაირი პრობლემა არ მაქვს, ეს არც კანონს ეწინაარმდეგება და ამის შესაძლებლობაც არის უკვე.

11%-ით მოიგო კახა კალაძემ, ასე რომ, მიდით და დათვალეთ! - ამბობს კახა კალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა