თეგებით ძიება

ანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. გადაწყვეტილების შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

"მე არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ. მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა. (არც მქონია ისე ვიბრძოდი)

"ქართული ოცნება" უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე.", - წერს წითლიძე "ფეისბუქში. ცნობისთვის, პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ ის დეპუტატის მანდატს დატოვებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა