თეგებით ძიება

ხმაური პარლამენტთან - დაკავებულია 2 ადამიანი

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხმაური იყო. სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი აშშ-ის მოქალაქე პაატა აბჟანდაძეა.

ხმაური და დაპირისპირება აქციის მონაწილეების მხრიდან კარვების გაშლის მცდელობას მოჰყვა, რისი ნება სამართალდამცველებმა არ მისცეს მათ.

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციაზე მოქალაქეები არჩევნების შედეგებსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიტენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან დღემდე შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა