თეგებით ძიება

"რაც სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ველური ვენდეტა" - "ლელო" განცხადებას ავრცელებს

პარტია "ლელო" საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რაც სააკაშვილთან მიმართებით ხდება, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ველური ვენდეტა.

"ლელო" ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

"მიუხედავად ექიმთა კონსილიუმის კატეგოიული მოთხოვნის და რეკომენდაციებისა, მიუხედავად ქართული საზოგადოების ცნობილი წევრებისა და ათასობით ჩვენი თანამოქალაქის მიმართვისა, მიუხედავად სახალხო დამცველის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა ღიად გაცხადებული პოზიციისა, ხელისუფლება არ იღებს მიხეილ სააკაშვილის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას.

რაც ახლა მე-3 პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ველური ვენდეტა, რასაც არანაირი კავშირი არა აქვს მართლმსაჯულებასთან და სამართალთან. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, როგორც ეს ხდება ასეულობით სხვა პატიმრის შემთხვევაში. თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს შეფასდება მოშიმშილე პატიმრის გამიზნული მოკვდინების მცდელობად, რაზეც შესაბამის თანამდებობის პირებთან ერთად პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ქვეყანას კი სამუდამო დაღად დააჩნდება ისტორიის მოკლე მონაკვეთში უკვე მეორე პრეზიდენტის ტრაგიკული დაღუპვა და ამაზე პოლიტიკური კლასის და საზოგადოების ჩუმი თანხმობა", - აცხადებენ პარტიაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიტენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან დღემდე შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა