თეგებით ძიება

40 დღე ძლებს ადამიანი, 41-ე დღეს ველოდები და ჯანსაღად იქნება ეს ადამიანი, დარწმუნებული ვარ - მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

ასე გაგვიგია ყველას, რომ 40 დღე ძლებს ადამიანი, 41-ე დღეს ველოდები და ჯანსაღად იქნება ეს ადამიანი დარწმუნებული ვარ, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს.

""მოდი, გაასაჯაროვებინოს თავისი პერსონალური მონაცემები, მერე ვნახოთ, შემთხვევით ფეიკი ხომ არ არის შიმშილობა, ან ნახევრად ფეიკი ხომ არ არის. გარკვეული ეჭვები არსებობს საზოგადოებაში.

ასე გაგვიგია ყველას, რომ 40 დღე ძლებს ადამიანი, 41-ე დღეს ველოდები და ჯანსაღად იქნება ეს ადამიანი დარწმუნებული ვარ", - აცხადებს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიტენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან დღემდე შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა