თეგებით ძიება

აღმოჩნდა კახა კალაძის ხმების მთელი დასტა მოპარული და მელიას მხარეს გადადებული - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთაწმინდაზე აღმოჩნდა კახა კალაძის ხმების მთელი დასტა მოპარული.

"რამდენიმე წუთის წინ მთაწმინდაზე აღმოჩნდა მთელი დასტა კახა კალაძის ხმების მოპარული და გადადებული მელიას მხარეს.

დასტაში, სადაც ერთი და მეორე კანდიდატის მონაცემები იკრიბება ხოლმე, 10 ბიულეტენიანი დასტა იყო მოპარული და გადადებული მელიას ხმების მხარეს.

ასევე იყო ფაქტი პირველ ტურზე, როდესაც ქალბატონმა ასეთი დასტა ჩაიდო ჩანთაში", – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა