თეგებით ძიება

ყველაფერმა აზრი დაკარგა და ვფიქრობ, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყდეს - გიული ალასანია

ყველაფერმა აზრი დაკარგა და ვფიქრობ, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

რაც შეეხება არჩევნებს, ეგიული ალასანიას შეფასებით, ეს იყო ჩვეულებრივი ომი.

„რამდენიმე დღის წინ ვნახე, ეს იყო არჩევნებამდე. რაც შეეხება არჩევნებს, ეს იყო ჩვეულებრივი ომი. მიმაჩნია, რომ ჩემი შვილი იქ საერთოდ არ უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა და ვფიქრობ, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყდეს. ერთია მე რას ვფიქრობ და მთავარია, ის რას ფიქრობს და რას აპირებს. ჯერჯერობით არაფერი სანუგეშო იქიდან არ მომისმენია.

ჩემთვის, როგორც დედისთვის, პირველი მიზანი არის, რომ საპატიმროდან რაღაცნაირად გამოვიყვანოთ. მაქვს იმედი, რომ სხვადასხვა ხერხით შეიძლება ეს მოხდეს. ადამიანის უფლებების დარღვევა ხელისუფლებისთვის ყოველ ნაბიჯზე დამახასიათებელია, მაგრამ ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ჩემი შვილის მაგალითზე. არამარტო ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიტენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან დღემდე შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა