თეგებით ძიება

"არ ვეთანხმები კოლეგებს, რომლებიც მანდატების დატოვებაზე საუბრობენ" - ხათუნა სამნიძე

დეპუტატი ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერები ახლა ბრძოლის ველიდან არ უნდა გავიდნენ.

"სამწუხაროდ, ქვეყანა ორად გახლეჩილია და აქ, პარლამენტში რაც ხდება, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დიახ, მე არ ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომლებიც მანდატების დატოვებაზე, ბოიკოტზე საუბრობენ, რადგან გვერდზე გადგომის და ბრძოლის მოედნიდან გასვლის დრო არ არის. ძალიან რთულია აქ ყოფნა, რადგან ზუსტად ვიცი, რა იარლიყებსაც მიაკერებენ ყველა ადამიანს, ვინც აქეთ მხარეს ზის და წარმოადგენს ოპოზიციას, რადგან ამ ქვეყანაში რადიკალიზმი ჰყვავის, იარლიყების მიწებება ჰყვავის, ჰყვავის ყველაფერი, რაც უკავშირდება ზიზღს. პოლარიზება ასე კი არ დამთავრდება, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, პოლარიზება დამთავრდება მართლა თანამშრომლობით, დიალოგით," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა