თეგებით ძიება

“ოპოზიციას ვთავაზობთ “სახალხო იმპიჩმენტს” – ანა დოლიძე

ანა დოლიძე ოპოზიციას, ხელისუფლებასთან ბრძოლის სამართლებრივ გზად, მუნიციპალიტეტებში საკრებულოებისა და ამომრჩევლის მხრიდან "ქართული ოცნების" მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას სთავაზობს.

„ჩვენ, ოპოზიციას ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ვუწოდებთ „სახალხო იმპიჩმენტს“. თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით შესაძლებელია იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოებში უმრავლესობა აქვს (ეს რაიონებია – ბათუმი, რუსთავი,ზუგდიდი, ჩხოროწყუ, მარტვილი) დააყენოს მერის იმპიჩმენტის საკითხი კანონმდებლობის მიხედვით. ამასთან, იმ რაიონებში, სადაც საკრებულოში უმრავლესობა აქვს მმართველ გუნდს, ამომრჩეველთა 20%-ს აქვს საშუალება, შეგროვებული ხელმოწერების საფუძველზე, მიმართოს ადგილობრივ საკრებულოებს, რომელთა 2/3-ს აქვს უფლება დასვას მერის იმპიჩმენტის საკითხი“, - განაცხადა დოლიძემ.

დოლიძეს მიაჩნია, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა