თეგებით ძიება

“ენმ”-ში არიან ადამიანები, რომლებიც ბოლომდე არ აჰყვებიან სააკაშვილის მოწოდებას” – ლევან იოსელიანი

პარლამენტის თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, რომლებიც ერთ დაძახილზე არ ტოვებენ პარლამენტს და ხვდებიან საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას ამ ქვეყნის მომავლისთვის.

"ვფიქრობ, ასეთი პასუხისმგებლობის ადამიანები არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომლებიც ბოლომდე არ აჰყვებიან მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომელიც არ არის თანმიმდევრული და არ პასუხობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს“, - განაცხადა იოსელიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა