თეგებით ძიება

“ვდებ ფიცს, ვიბრძოლებ უკანასკნელ სუნთქვამდე მის გასათავისუფლებად!” – ნიკა მელია რუსთავის ციხესთან

ბათუმში, ოპოზიციის აქცია იმართება.

აქციაზე სიყვით გამოდის, ნიკა მელია:

“პირდაპირ გეტყვით, ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე, ბოლომდე! როგორც საქართველოს ღირსეული მოქალაქის, რომელიც გამოკეტილია ივანიშვილის ციხეში და როგორც ჩვენი თანამებრძოლის გასათავისუფლებლად, ეს არ არის უბრალოდ სურვილი, ეს ვალდებულებაა. ჩემდა თავად, ვდებ ფიცს ვიბრძოლებთ უკანასკნელ სუნთქვამდე მის გასათავისუფლებად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს, სიცოცხლის დათმობის ფასადაც რომ დამიჯდეს, დიახაც, ეს ყველაფერი მოხდება, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობასაც გადავარჩენთ !

მე მესმის ემოციის, დროის, რომელიც წიკწიკებს, მაგრამ მე პირადად სხვა უფრო უპირატესი ამოცანა არა მაქვს, ვალდებული ვარ, ბევრი რამ განვსაზღვრო უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს თქვენ წინაშე, დამიჯერეთ, სანამ ის თავისუფალი არ იქნება, ჩვენ არ მოვისვენებთ.”


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა