თეგებით ძიება

"სააკაშვილი ამ ქვეყნის უკანასკნელი პოლიტპატიმარი უნდა იყოს" - მირდატ ქამადაძე

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ბათუმში - აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილ მოსახლეობას ამ წუთებში ლიდერები მიმართავენ.

,,მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს" - აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, მირდატ ქამადაძე.

დღეს ბათუმში ,,ქართული ოცნება" წარმოდგენილია უმცირესობაში და ეს ყველა თქვენთაგანის დამსახურებაა. ამ ქალაქს სჭირდება ცვლილებები და ყველა ჩვენგანმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი.

"ეს იყო არჩევნები ცვლილებასა და ჭაობში დარჩენას შორის, განვითარებასა და უკუსვლას შორის და ბათუმმა უკეთესი მომავალი აირჩია. მაგრამ ხელები დაგაგვიგრიხეს, მიუხედავად შანტაჟისა, მოსყიდვისა, გაყალბებისა, ბეიჯიანი ძველი ბიჭებისა, ,,ოცნებამ" მხოლოდ ერთ პროცენტიანი სხვაობა დაწერა. მეტი ვერ შეძლო, რადგან თქვენ იყავით შემართებით, ჩვენ გვჯერა რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს. ამ ქვეყნის მომავალი კი ცვლილებებშია. ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ! მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის უკანასკნელი პოლიტპატიმარი უნდა იყოს! -განაცხადა მირდატ ქამადაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა