თეგებით ძიება

ღმერთი ისე არ მომკლავს, რომ ერთხელ, თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში - მიხეილ სააკაშვილი

ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ, თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში, - ასე მიმართა ბათუმში შეკრებილ მოქალაქეებს საპყრობილეში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. ექსპრეზიდენტის მიმართვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ წაიკითხა.

"მოგესალმებით გამარჯვებულ ბათუმს! მოგესალმებით კოალიციურ ერთობას! ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს!

ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს, ისინიც კი, ვინც აქამდე მიმდინარე პროცესებს თვალს გვერდიდან ადევნებდნენ. თქვენ ივანიშვილი დიდი უპირატესობით უკვე დაამარცხეთ, რაც მთელმა საქართველომ და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა იცის.

ახლა ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ! თავისუფლების კვარტალი თქვენი მოგონილია, ესაა თქვენი ლამაზი, ამაყი თვითმყოფადი, დამოუკიდებელი განწყობის ქალაქი.

ახლა მთავარია, თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო ვაქციოთ და ყველგან, სადაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით ისინი უნდა გავხსნათ! აქაც, ციხესთან, თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი. ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ, თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში! ბრძოლის დროშა, რომელსაც ახლა მაღლა ბათუმი წევს აღარასდროს უნდა დაეშვას! - წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა