თეგებით ძიება

პარლამენტში შემოპროწიალდნენ, ახლა გამოპროწიალდებიან - თეა წულუკიანი ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატის დატოვებაზე

პარლამენტში შემოპროწიალდნენ, ახლა გამოპროწიალდებიან - ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატის დატოვებას.

"...შეპორწიალდნენ [პარლამენტში], ახლა გამოპორწიალდებიან... აბა, რა შეიძლება ამ არასერიოზულობას უპასუხო. ეს არის არა პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ამას აკეთებს, არამედ არის რაღაც ცანცარა, ზედაპირული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და იმ უმნიშვნელოვანესი ორგანოსადმი, რომელიც არის პარლამენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში. ამიტომაც ამაზე სერიოზული კომენტარი ძალიან მიჭირს. ყველა იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც აგებს პასუხს მომავალი თაობების წინაშე", - აცხადებს წულუკიანი.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპარლამენტო მანდატები დატოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა