თეგებით ძიება

თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს ტყვედ ბიძინა ივანიშვილს - ლევან ხაბეიშვილის მიმართვა ხელისუფლებას

თქვენ ტყვედ გყავთ მიშა სააკაშვილი, თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს ტყვედ ბიძინა ივანიშვილს და ეს იქნება ასე, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციიდან.

"ვპირდები ღარიბაშვილს და ივანიშვილს, ხვალ შევიკრიბებით ათიათასობით ადამიანი და მოვითხოვთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

მინდა ტელეეკრანებიდან გავაფრთხილო ყოველგვარი სუსის და მოსმენების გარეშე, მივმართავ ღარიბაშვილსაც, სუსის ხელმძღვანელსაც და ბიძინა ივანიშვილსაც:

თქვენ ტყვედ გყავთ მიშა სააკაშვილი, თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს ტყვედ ბიძინა ივანიშვილს და ეს იქნება ასე. ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო. დღეის შემდეგ იცოდეს ყველამ, მშვიდად ვერ გადაადგილდება ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე, ვერც სალომე ზურაბიშვილი და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. როგორ არ მინდა გარბოდეთ და ქართველი ხალხი მოგსდევდეთ.

ეს ბრძოლა დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით, მიშა გამხნევდი, მთავარსარდალო", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა