თეგებით ძიება

დედას გიტირებთ, "კანონიერო ქურდებო", ყოფას გიტირებთ, თქვენი ჭაჭანი ამ ქვეყანაში ვერ იქნება - ნიკა მელია

ყველა "კანონიერ ქურდს" სახეში სილა მოხვდება ქართველი ერის და სიამოვნებით გავაკეთებ ამას მე პირადად, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმიღთ, ქვეყანაში 90-იანი წლები არ დაბრუნდება.

"დედას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო, ყოფას გიტირებთ, კანონიერი ქურდების ჭაჭანი ამ ქვეყანაში ვერ იქნება... ვერცერთი "კანონიერი ქურდი" ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში. ვერცერთი "კანონიერი ქურდი" და ვითომ მაფიოზი, პოლიციელის ზურგსამოფარებული ვერ გაიმარჯვებს. არ მინდა და არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც კანონიერი ქურდი და კრიმინალი იქნება დომინანტი. არ დაბრუნდება 90-იანი წლები, რომელიც დაბრუნდა. ყველა "კანონიერ ქურდს" სახეში სილა მოხვდება ქართველი ერის და სიამოვნებით გავაკეთებ ამას მე პირადად. [...] პოლიციელები "კანონიერ ქურდებს" ტყვეობაში ჰყავთ აყვანილი. კრიმინალი ხელისუფლების სახითაა წარმოდგენილი, მათ შორის ბათუმში. ვერცერთი კანონიერი ქურდი ვერ გაიხარებს. აი ლავასოღლი, ყოფას გიტირებ, პირდაპირ გეუბნები",.- გააცხადა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა