თეგებით ძიება

„ლავასოღლი, პირდაპირ გეუბნები, ყო­ფას გი­ტი­რებ!“ - ნიკა მელიას სკანდალური მიმართვა ე.წ. კანონიერ ქურდს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ე.წ. კანონიერ ქურდებს შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს. როგორც მელიამ ბათუმში გამართულ აქციაზე განაცხადა, ის ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტები აღარ იყვნენ.

„ვემ­ზა­დე­ბით ლა­ვა­ს­ოღ­ლე­ბის და კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად. არ ვი­ცხოვ­რებთ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი და კრი­მი­ნა­ლი იქ­ნე­ბა დო­მი­ნან­ტი. არ დაბ­რუნ­დე­ბა 90-იანი წლე­ბი. ყვე­ლა კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს სა­ხე­ში სილა მოხ­ვდე­ბა ქარ­თვე­ლი ერის­გან და ამას მე პი­რა­დად სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ.

განა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მაც არ იცი­ან, რომ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბა მის­ცა და თან ათა­ნამ­შრომ­ლებს სუს-თან? რო­დე­საც პო­ლი­ცი­ე­ლი ხარ და ხე­დავ, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვი მოჰ­ყავს, ძა­ლა­დო­ბენ და ვე­რა­ფერს აკე­თე­ბენ. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს ტყვე­ო­ბა­ში ჰყავთ აყ­ვა­ნი­ლი. კრი­მი­ნა­ლი არის და­სა­მარ­ცხე­ბე­ლი, რო­მე­ლიც უკვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის ბა­თუმ­ში - ვი­ღაც ლა­ვა­ს­ოღ­ლი. რა­ტომ უნდა იცოდ­ნენ ვი­ღაც კრი­მი­ნა­ლის, მო­ძა­ლა­დის, ჩემი და თქვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის მომ­პა­რა­ვის სა­ხე­ლი და გვა­რი უმ­ცრო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა? ვერ­ცერ­თი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ვერ გა­ი­ხა­რებს. ლა­ვა­ს­ოღ­ლი, ყო­ფას გი­ტი­რებ, პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბი, ყო­ფას გი­ტი­რებ“, - აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა