თეგებით ძიება

"ძველი წყენა დავივიწყეთ - სააკაშვილს ახლა მძიმე დღეები აქვს და თანადგომას ითხოვს" - ვალერი გელბახიანი

ადვოკატი, ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშილზე საუბრისას ამბობს, რომ მას ძალიან მძიმე დღეები აქვს და ბუნებრივია, თანადგომას ითხოვს ყველა ადამიანისგან.

"მათ შორის, მეც ვალდებული ვარ როგორც პიროვნება, როგორც მოქალაქე დავუდგე გვერდში", - განაცხადა გელბახიანმა.

ის არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი გახდეს.

"შემომითვალა და მისი თანხმობით შევდივარ. მე მასთან ვიდრე დააპატიმრებდნენ რამდენიმე შეხვედრა მქონდა, ჩვენი ძველი წყენა დავივიწყეთ. ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვს და ბუნებრივია, თანადგომას ითხოვს ყველა ადამიანისგან და მათ შორის, მე ვალდებული ვარ როგორც პიროვნება, როგორც მოქალაქე დავუდგე გვერდში და თუ რამეში დასჭირდება ჩემი თავი, ჩემი მომსახურეობა, მე მზად ვარ. მე გაცნობილი არ ვარ დეტალებში, მაგრამ რასაც ვუსმენ, როგორც იურისტმა შემიძლია ვთქვა, რომ სასაცილოა, მის მიმართ აბსურდული ბრალდებებია", - განაცხადა გელბახიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა