თეგებით ძიება

შიმშილობის 34 დღე - მიხეილ სააკაშვილს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება

პრეზიდენტის შიმშილობის 34 დღე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მესამე პრეზიდენტს დამატებითი კვლევები და სამედიცინო შემოწმება დღეს ჩაუტარდება.

ექიმი ლევან ფერაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულეზე საუბრობს. ფერაძის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააკაშვილი კვებას დაიწყებს, მისი ორგანიზმის ნორმალურ ეჟიმზე გადასვლსა იმდენივე დრო დასჭირდება, რამდენიც იშიმშილა.

"სიტუაციას ამძმებს ისიც, რომ ჩვენ უკვე სამი-ოთხი დღეა არ ვიცით რა ანალიზები აქვს და რა ცვლილებები მიდის ორგანიზმში. მითუმეტეს ჟილბერის დაავადების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ბილირუბინის რაოდენობას, იმიტომ, რომ ბილირუბემია, თუ მან ძალიან მოიმატა, ეს შიეძლება გახდეს მიზეზი ღვიძლის ძალიან სერიოზული დაზიანების, დღესაც რომ დაიწყოს კვება სააკაშვილმა, პრაქტიკულად, იმდენივე დროა საჭირო კვების დასაწყებად და ნორმალურ რეჟიმზე გადასასვლკელად, რამდენი ხანიც იშიმშილა და ისიც უნდა მოხდეს ჰოსპიტალის პირობებში და ისიც არ არის ნაკლებ რისკის შემცველი, - ამბობს მედიკოსი.

მესამე პრეზიდენტის ახლობლები, თანამებრძოლები და მედიკოსები სააკაშვილის მრავაპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ისევ ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა