როდის დაიწყება 500-ლარიანი ვაუჩერის გაცემა
სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტებისა და სხვა საჭიროებებისთვის 500-ლარიან ვაუჩერს 2022 წლის იანვრიდან მიიღებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სოციალურად დაუცველმა პენსიონერებმა 500-ლარიანი ვაუჩერი იანვრიდან, წლის ნებისმიერ დროს უნდა მიიღონ.
„500-ლარიანი ვაუჩერების თემა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მომდევნო წლიდან, ყოველგვარი პრობლემების გარეშე, იმ პენსიონერებს, ვინც სოციალურად დაუცველი არიან, საშუალება ჰქონდეთ, უკვე იანვრიდან, წლის ნებისმიერ დროს შესაბამისი ვაუჩერები მიიღონ. ეს არის სწრაფად გასაკეთებელი, რათა იანვრიდან მათ იმის საშუალება ჰქონდეთ, რომ წლის ნებისმიერ დროს, ნუ განვსაზღვრავთ თარიღებს, ერთჯერადი ვაუჩერი მიიღონ იმისთვის, რომ შეიძინონ მედიკამენტები და ასევე რაც სჭირდებათ“, - აცხადებს კალაძე.