თეგებით ძიება

ვიღაც ავადმყოფმა მიმიწერა – „შენც მალე გაგაცილებთო“ – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი მის სტატუსს უტაქტოდ გამოეხმაურა.

ხათუნა ხოფერიას, რამდენიმე დღის წინ, მეგობარი გარდაეცვალა. როგორც ირკვევა, ფეისბუქ მომხმარებელი სახელით „თავისუფლება მიშას,“ ხოფერიას სამგლოვიარო სტატუსს უპასუხა.

„დღეს მეგობარს გამოვემშვიდობე.
ჰო და, ვიღაც ავადმყოფმა სახელად -„თავისუფლება მიშას“- მიმიწერა, „შენც მალე გაგაცილებთო…“
ამათ როგორ უნდა აპატიო რამე?!..
საიდან მოდიან?!
ზნედაცემულობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?!…
არა… არანაირი შეგუება არ შეიძლება ამათთან!
არანაირი დათმობა!“- წერს ხათუნა ხოფერია.

ვიღაც ავადმყოფმა მიმიწერა – „შენც მალე გაგაცილებთო“ – ხათუნა ხოფერია


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა