თეგებით ძიება

"ეს არის ცანცარა, ზედაპირული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი" - წულუკიანი ოპოზიციაზე

ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ოპოზიციის ნაწილის განცხადებას სადეპუტატო მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით, არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს არის ზედაპირული დამოკიდებულება პოლიტიკასა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი.

"არის ასეთი ვერ შემდგარი კულტურის მუშაკი, თაკო ჩარკვიანი, რომელმაც თქვა, "ჩვენ რა გვინდოდა ამ პარლამენტში, შევპორწიალდითო" - ეს არის მისი ციტატა. ჰოდა თუ შეპორწიალდნენ, ახლა გაპორწიალდებიან. რა შეიძლება, რომ ამ არასერიოზულობას უპასუხო. ეს არის არა პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ამას აკეთებს, არამედ ეს არის ცანცარა, ზედაპირული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და იმ უმნიშვნელოვანესი ორგანოსადმი, რომელიც არის პარლამენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში," - განაცხადა თეა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა